
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ლოზუნგით - „დედამიწა ჩვენი სახლია!“ „ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში!“ დედამიწის დღე აღნიშნეს.
სკოლის მე-21 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ინგა ხალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით აქტივობები განახორციელეს.
„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა. გამოხატეს პირადი დამოკიდებულება - როგორ დავეხმაროთ დედამიწას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: