„თითო წიგნი სკოლის ბიბლიოთეკას“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში აქცია გაიმართა
27-04-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დირექტორის ინიციატივითა და მოსწავლეთა თვთმმართველობის ორგანიზებით, კეთილშობილური აქცია - „თითო წიგნი სკოლის ბიბლიოთეკას“ განხორციელდა. აქტივობა წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.
სკოლის თითოეულმა კლასმა გამოკითხვის მეთოდით გაარკვია, თუ რომელი წიგნი იქნებოდა საჭირო და საინტერესო სკოლის ბიბლიოთეკისათვის. ამის შემდგომ მოსწავლეებმა შესაბამისი წიგნები შეარჩიეს და საზეიმო ვითარებაში ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს.
„თავად სკოლის დირექტორმაც 23 აპრილის იუბილარებს წიგნები საჩუქრად გადასცა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს