„ხელოვნება - ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვა“ - ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ლექცია ჩაატარეს
27-04-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ნინო მეფარიძემ და ბარბარე კალატოზმა ჩაატარეს ლექცია თემაზე - „ხელოვნება - ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის, სინამდვილისა თუ მოგონილის ფიზიკური გამოხატვა“.
მოსწავლეებმა ადამიანის ცხოვრებაში ხელოვნების განუზომლად დიდ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მათ ყურადღება გაამახვილეს ხელოვნების ისეთ დარგებზე, როგორიცაა მხატვრული ლიტერატურა, ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა, კინო, თეატრი და არქიტექტურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს