ბოხვაურის საჯარო სკოლაში მათემატიკაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა
27-04-2021
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.
ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფის წინაშე შიდა დაკვირვების გაკვეთილი ბოხვაურის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, მაია ვარდიაშვილმა მე-8 კლასში ჩაატარა.
გაკვეთილის თემა „არითმეტიკული კვადრატული ფესვი და მისი თვისებები“ იყო. მასწავლებელმა მოსწავლეებს გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს