ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით კითხვის საათი მოაწყვეს
27-04-2021
ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-4კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის, ი.კოჭბიანის ხელმძღვანელობით დედამიწის დღესთან დაკავშირებით კითხვის საათი მოაწყვეს.

სკოლის აღზრდელებმა ვაჟა-ფშაველას „დედამიწამ რა სთქვა?!“ წაიკითხეს, ისაუბრეს ჩვენი პლანეტის მნიშვნელობაზე, იმსჯელეს იმაზე, თუ რა აწუხებს დედამიწას.

ამის შემდგომ მოსწავლეებმა პოსტერები და კომიქსები შექმნეს თემაზე -  „გადავარჩინოთ დედამიწა“.

სკოლაში გამოფენა და პრეზენტაციებიც გაიმართა. მოსწავლეებმა დედამიწის პრობლემებზე ისაუბრეს და დასახეს მათი გადაჭრის გზები.

„პატარები იმდენად დამაჯერებლად ასაბუთებდნენ მოსაზრებებს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს თაობა შეძლებს, უკეთ გაუფრთხილდეს და გადაარჩინოს დედამიწა,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203