„არა ბარბარიზმებს“ - ხეოთის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა 
27-04-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ინგლისური ენის მასწავლებლის, ეკატერინე ბალახაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა ღონისძიება - „არა ბარბარიზმებს“. აქტივობა ღია ცისქვეშ ჩატარდა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ბარბარიზმი არის საჭიროების გარეშე ენაში შემოტანილი რომელიმე უცხო ენის სიტყვა, რომელსაც აქვს შესატყვისი მშობლიურ ენაზე (ხშირად რამდენიმე შესატყვისიც). მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს, რომ უცხო ენებიდან შემოსულ სიტყვებზე საუბრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ მეტად მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, ყველა უცხო სიტყვა არ არის ბარბარიზმი და ყველა უცხო სიტყვა საჭიროების გარეშე არ მკვიდრდება ენაში - ზოგჯერ ეს პროცესი გარდაუვალია და საჭირო.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ყველასთვის კარგად ცნობილი ინგლისურენოვანი ბარბარიზმები შესაბამისი ქართული შესატყვისებით გამოფინეს.

მეცხრეკლასელებმა ამ აქტივობით სკოლის საზოგადოებას მოუწოდეს, დაიცვან ქართული ენა და უარი თქვან ბარბარიზმებზე. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203