„ანბანთქება“ - ინაშაურის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
27-04-2021

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების პედაგოგის ხათუნა ბედენაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება- „ანბანთქება“ გაიმართა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართული ანბანის მიხედვით შექმნილი ნახატები გამოფინეს. დამთვალიერებლებმა საუკეთესო ნახატები აარჩიეს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შემოქმედებითად დატვირთულმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203