
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა - ნინი და ლუკა ჟორჟოლიანებმა და ქრისტინე თვალოძემ თემის „სოკოების“ შესწავლის შემდეგ ლექტორიუმი წარმოადგინეს თემებზე: „სუპერ სოკოები“; „სოკოების სამკურნალო თვისებები“; „შხამიანი ტყუპისცალი სოკოები“ და „სოკოთი დამზადებული ქართული კერძები“.
მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და შინაარსიანი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
მასწავლებელმა მათ პრეზენტაციების მომზადებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები