ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში - „ახალი სკოლის მოდელი“ ჩაერთო.
პროექტის ფარგლებში ყველა საგნის მასწავლებელი საგნობრივ ტრენინგებს ესწრება. ტრენინგზე განხილული საკითხების პარალელურად, პედაგოგები კომპლექსურ დავალებებს ქმნიან და ახორციელებენ.
„როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების მხრიდან იგრძნობა კეთილგანწყობილი და თანამშრომლობითი დამოკიდებულება, რაც მაძლევს იმის უფლებას, ვთქვა ამაყი ვარ, ვიყო იქ, სადაც დიდ სიამოვნებას მანიჭებენ. საკმაოდ დატვირთული და შედეგის მომცემი გაკვეთილები მოვისმინე ინგლისურ ენაში (მასწავლებელი მზია ბერაძე),ბუნებისმცოდნეობაში (მასწავლებელი თამთა მაისურაძე), გეოგრაფიაში (მასწავლებელი იამზე პავლაძე), ფიზიკაში (მასწავლებელი ინგა აბაშიძე) , მათემატიკაში (მასწავლებელი თეონა ნიქაბაძე), დაწყებით კლასში ქართულ ენაში (მასწავლებელი ელისო გურგენიძე).
„ახალი სკოლის მოდელი“ ჩვენს სკოლაში აქტიურ შემოქმედებით ფაზაშია და ვიმედოვნებთ წლის ბოლოსთვის ყველა მასწავლებლის მიერ ბევრი აქტივობა განხორციელდება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს