
„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
„ერთად ვიბრძოლოთ დედამიწის გამოსაჯანმრთელებლად, გადასარჩენად, ჩავთვალოთ რომ ყოველი დღე დედამიწის დღეა! გვიყვარხარ დედამიწავ!“ - ასეთი იყო მოსწავლეთა მოწოდებები.
კლასის დამრიგებელი თინათინ მჟავანაძეა.
დედამიწის დღე 1970 წლიდან ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები