ერგეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
27-04-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის პირველ კლასში დედაენის დღეს საზეიმოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნახატები, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. მათ პატივი მიაგეს ქართულ ენას და ემოციური სიტყვები წარმოთქვეს ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებით.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203