„გილოცავთ, ვამაყობთ თქვენით“ - ქარელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დირექცია სახელოვნებო კონკურსში მიღწეულ წარმატებას ულოცავს
27-04-2021

ქარელის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები - ალეკო ბუზალაძე, ნინო ჭიღლაძე და ანა ქურთაული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ სახელოვნებო კონკურსში - „ჩემი დიდგორი“ მონაწილეობდნენ, რომელიც დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავად გამოცხადდა.

მათ კონკურსის თემატიკის მიხედვით არაჩვეულებრივი ნამუშევრები წარადგინეს.

„კონკურსის წარმატებული მონაწილეები გახდნენ საკონკურსო კატეგორიების მიხედვით „საუკეთესო გრაფიკული ილუსტრაცია“ - ნინო ჭიღლაძე, „საუკეთესო გრაფიკული კომპოზიცია“ - ალეკო ბუზალაძე.

გილოცავთ, ვამაყობთ თქვენით ნინო, ალეკო! გვიხარია თქვენი წარმატება!  თქვენ არაერთხელ ასახელებთ სკოლას, თქვენს მასწავლებელს ხატია ჯიოშვილს. გისურვებთ, უამრავი წარმატება გვეზეიმოს ერთად!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203