
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, ამჯერად, მე-7 კლასში განხორციელდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ჩართულობით, ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ბულინგის, ასევე, ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის და სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერების პროექტი აქტიურ ფაზაშია მე-7ბ კლასელების მონაწილეობით.
პროექტს წარმართავს დამრიგებელი ია ბლაგიძე და ფსიქოლოგი თეონა შანთაძე.
იხილეთ ვიდეო