ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ინგლისურენოვანი პრეზენტაცია მიუძღვნეს
27-04-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე მასწავლებლის, ნანა მალაყმაძის ხელმძღვანელობით დედამიწის დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინეს.
მოსწავლეებმა დედამიწის დღის აღნიშვნის ისტორიაზე ისაუბრეს და ჩვენი პლანეტის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.