წყალტუბოს N4 სკოლის მასწავლებლებმა, წიგნის დღეს, ერთმანეთი მხატვრული ლიტერატურით დაასაჩუქრეს
27-04-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სკოლის თანამშრომლებმა ერთმანეთს წიგნები აჩუქეს და საყვარელი ნაწარმოებებიდან ციტატები წაიკითხეს.

როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ტრადიცია უკვე მე-3 წელია დირექტორის, მაია ნუცუბიძე-ქობულიას ინიციატივით გრძელდება. 

წლევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის დირექციასთან ერთად მუსიკის მასწავლებელი, ხათუნა იობაშვილი იყო.

მასწავლებლებმა სხვადასხვა მუსიკალურ კომპოზიციას მოუსმინეს, ერთმანეთს  წიგნები აჩუქეს და საყვარელი წიგნებიდან ლექსები და ციტატები წაიკითხეს.

იხილეთ ფოტო - და ვიდეომასალა






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203