წერეთლის საჯარო სკოლაში ქართული, სომხური და აზერბაიჯანული კულტურის შესახებ საინტერესო ონლაინ-შეხვედრა გაიმართა
27-04-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ კულტურაზე, დღესასწაულებზე, სამოსსა და კერძებზე საინტერესო ონლაინ-შეხვედრა გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სოლიდარობის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ელნურ ალისოიმ, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორმა, ნინა სეროპოვამ და წერეთლის სკოლის მოსწავლეებმა მეტად საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.
მოსწავლეებმა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ კულტურას შორის ბევრი მსგავსება აღმოაჩინეს.
„ვფიქრობთ, ამ პროექტით ძალიან დიდი საქმე გაკეთდება და ჩვენ ერთად შევქმნით მეგობრობის ხიდს, უკეთ გავაცნობთ ერთმანეთის კულტურას, მადლობა ყველას ასეთი საინტერესო და დასამახსოვრებელი დღისთვის და მადლობა პროექტის დამფინანსებლებს,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს