წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
27-04-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების სამუშაო შეხვედრები, სადაც პედაგოგები სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს განიხილავენ.
ერთ-ერთი შეხვედრა დაგეგმილი კომპლექსური დავალებების ეტაპების განხილვას დაეთმო. საკუთარი კომპლექსური დავალება და მისი ეტაპები კოლეგებს ნინო ლობჯანიძემ, იამზე წულუკიძემ და თეა ჭუმბურიძემ წარუდგინეს. მათ მასწავლებლებისგან სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციებიც მიიღეს.
შეხვედრას სკოლის დირექტორი, ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავაც ესწრებოდა, რომელმაც ისაუბრა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მნიშვნელობაზე და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელობას, იმერეთის წარმომადგენლობასა და ტრენერებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს