
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე - მარიამ გაბათაშვილი და ლუკა ღვინაშვილი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ სახვითი ხელოვნების კონკურსში - „ჩემი დიდგორი“ მონაწილეობდნენ.
მარიამ გაბათაშვილმა გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო გრაფიკული ილუსტრაცია, ხოლო ლუკა ღვინაშვილმა გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო გრაფიკული კომპოზიცია.
კაჭრეთის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს მარიამსა და ლუკას წარმატებას.
იხილეთ ფოტოები