„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს კვირეული მიუძღვნეს
27-04-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებელის, ნაზი არიშვილის ხელმძღვანელობით დედამიწის დღეს კვირეული მიუძღვნეს სახელწოდებით - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
კვირეულის მიზანი მოსწავლეთა დაინტერესება, სასწავლო პროცესში/სხვადასხვა აქტივობაში მათი ჩართულობის გაზრდა და დედამიწის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც ეკოკლუბ „ჰორტენზიას“ აქტიური წევრები არიან, საინტერესო აქტივობები განახორციელეს. ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „დედამიწის ეკოლოგიური პრობლემები და ადამიანის ჯანმრთელობა“. გარდა ამისა, გაიმართა დასუფთავების აქცია - „სისუფთავე ჯანმრთელობის საწინდარია“ და გამწვანების აქცია - „შევმატოთ ჩვენი სკოლის ეზოს ხე-ყვავილოვანი მცენარე“.
გამწვანების აქციაში მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს