
თბილისის N172 საჯარო სკოლის ეზოში პალმის ხეები დარგეს. აქტივობის ინიციატორი მოსწავლის მშობელი თეა ქართველიშვილი იყო, რომელსაც დირექციამ მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის და ამჟამად მშობლის, თეა ქართველიშვილის ინიციატივით ბავშვებმა დარგეს პალმის ხეები სკოლის ეზოში. პროცესში ჩართულები იყვნენ, როგორც მე-3გ კლასის, ისე მე-11გ, მე-11ბ, მე-12ა, მე-12ბ კლასების მოსწავლეები. მადლობას ვუხდით ქალბატონ თეა ქართველიშვილს ამ სასწავლო ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის“, - წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები