პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ჩატარდა
27-04-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში გაკვეთილები საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
სკოლის სხვადასხვა კლასში გაკვეთილები ჩატარდა შემდეგ თემებზე: „ამეტყველებული მუსიკალური საკრავები“, „როგორ სწავლობს გოჭი ფრენას“, „ვულკანის ამოფრქვევა“, „ამეტყველებული პერსონაჟები“, „ჩვენ და მინერალები“ და „შევიმეცნებთ სამყარო“.