„აღფრთოვანებით გვინდა აღვნიშნოთ მასწავლებელთა გმირული შრომა და თავდადება“-თბილისის N172 სკოლის დირექტორს მოსწავლეთა მშობლებმა მადლობის წერილი მისწერეს
27-04-2021

თბილისის N172 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა დირექტორს - დავით ბრეგვაძეს სამადლობელი წერილი მისწერეს. მშობლები მასწავლებლების მიმართ მადლიერებას გამოხატავენ, რომ ონლაინ სწავლების რთულ პერიოდში მათ ბავშვებისთვის სწავლა სახალისო და საინტერესო გახადეს.

დირექციამ მშობლებს ასევე მადლობით უპასუხა, რომ პედაგოგების შრომა მათ უყურადღებოდ არ დარჩენიათ.

„ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მე-2 და მე-6 კლასის მშობლებს პედაგოგების შრომის დაფასებისათვის“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ მადლობის წერილები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203