„გარემო ქიმიის თვალსაზრისით. გარემოს ვქმნით ჩვენ“ - თბილისის N103 სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
27-04-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ რუსუდან ნუცუბიძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი „გარემო ქიმიის თვალსაზრისით. გარემოს ვქმნით ჩვენ“.

„დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე. დავალების შესრულების ერთ-ერთ ეტაპზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა მაღალი რისკჯგუფის დაავადებათა სპეციალისტებთან.

პროექტის დასასრულს დედამიწის კვირეული შერჩეულ თემებზე ჯგუფური სამუშაოების პრეზენტაციებით დასრულდა.
მადლობა პროექტის ყველა მხარდამჭერს, კოლეგებს და მოსწავლეებს საინტერესო ნამუშევრებისთვის, პრობლემათა გადაჭრის იმ ხედვებისთვის, რომლებიც ჯანსაღ გარემოში და მათი ჯანსაღად ცხოვრების საწინდარია“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203