დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის ჩუქების კამპანიაში ჩაერთვნენ
27-04-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა წიგნის ჩუქების კამპანიაში აქტიურად ჩაერთო. 

სკოლამ წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი, აზა ჭაბუკიანი მოიწვია, რომელმაც მოსწავლეებს წიგნებისადმი საკუთარი განსაკუთრებული დამოკიდებულება გააცნო და ამით მათში წიგნის კითხვის ინტერესი კიდევ უფრო მეტად გააღვივა.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით მინიატურული წიგნები შექმნეს და ერთმანეთს სიმბოლურად გადასცეს.

„სამახსოვროდ, მთელი გულით შერჩეული წიგნებით პედაგოგებმა თავისი აღსაზრდელები გაამხიარულეს,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203