თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგთან, ნინო ლონდარიძესთან ერთად სააღდგომო სამზადისს შეუდგნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა კვერცხები მოხატეს და გააფერადეს, ამის შემდგომ კი ნამუშევრები ჯეჯილში განათავსეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი უნარ-ჩვევებიც განივითარეს.