ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა
27-04-2021
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და მონაწილეობა მიიღეს აქციაში - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
მოსწავლეები ამ დღისთვის საგულდაგულოდ მოემზადნენ: მათ დიდი სიხარულით დახატეს პოსტერები, დაასუფთავეს სკოლის ეზო და დარგეს მცენარეები.
სკოლის აღსაზრდელების მთავარი გზავნილი იყო, რომ აუცილებელია თავი შევიკავოთ გარემოს დაბინძურებისგან და ვიზრუნოთ გარემომცველი სამყაროს სიჯანსაღეზე.