
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო დიასამიძის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი პრეზენტაცია გამართეს.
„ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-9 კლასის ბიჭებმა განსაკუთრებული მისია აიღეს თავის თავზე, საგანგებოდ მოემზადნენ და 9 აპრილთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრეზენტაცია წარმოადგინეს, იმის მიუხედავად, რომ ქართველმა ხალხმა ბევრი უბედურება გადაიტანა, 1989 წლის 9 აპრილი გამორჩეული თარიღია არა მხოლოდ თავისი ტრაგიკული შინაარსითა და მსხვერპლის რაობით, არამედ -შედეგების თვალსაზრისითაც. სწორედ ეს შედეგები წარმოგვიდგინა ოთო კაკალაძემ, ლუკა თურმანიძემ და ლუკა კომახიძემ პედაგოგ ნინო დიასამიძის ხელმძღვანელობით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები