„დედამიწის შინაგანი აგებულება“ - გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
27-04-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - „დედამიწის შინაგანი აგებულება“.
მოსწავლეები დედამიწის აგებულებასა და მის სტრუქტურულ ნაწილებს გაეცნენ. სხვადასხვა აქტივობის დახმარებით მოსწავლეებმა დაკვირვების, ექსპერიმენტის და შემოქმედებითი აზროვნების საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინეს.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციებიც წარმოადგინეს.
გაკვეთილს უძღვებოდა ბუნების პედაგოგი, მალვინა მანჯგალაძე.