ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ხეები დარგეს
27-04-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე სახალისო აქტივობებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს, რითიც გამწვანებული, ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე იზრუნეს. სკოლის აღსაზრდელებმა გაიაზრეს, რომ დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მოფრთხილება და დაცვა სჭირდება. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ასფალტი ფერადი ცარცებითაც მოხატეს და დედამიწასთან დაკავშირებული ნახატები შექმნეს.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203