„ჩვენ მეხოტბენი ვართ ამ ცის და მიწისა, აღვნიშნავთ დიდებულ დღეს დედამიწისა“-ბუკისციხის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა
26-04-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საზეიმოდ აღნიშნეს.
„ჩვენ მეხოტბენი ვართ ამ ცის და მიწისა, აღვნიშნავთ დიდებულ დღეს დედამიწისა“ - აღნიშნუი ლოზუნგის ქვეშ მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს. ისაუბრეს დედამიწის დაცვის გარემოს მოვლის მნიშვნელობაზე, მოხატეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა და მცირე გასვლითი ტურიც მოაწყვეს.