ევროპის კოლეჯის წარმომადგენელმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა
04-12-2017
კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ევროპის კოლეჯის წარმომადგენელმა საქართველოში ირაკლი ჯღარკავამ,  კსუ-ს სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. 

როგორც მან აღნიშნა, ევროპის კოლეჯი ევროპათმცოდნეობის მიმართულებით პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენს, რომელიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავის (პოლონეთი) კამპუსებში ერთწლიან სრულ სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მოპოვების შანსს აძლევს.

სტიპენდია კი აბსოლუტურად მოიცავს ყველა იმ საჭიროებას, რაც სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია: სწავლა, კომფორტული სტუდენტური საცხოვრებელი, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია.

ევროპის კოლეჯის წარმომადგენელმა დეტალურად აუხსნა კსუ-ს სტუდენტებს  ყველა იმ საჭირო დოკუმენტაციისა და დანართის შესახებ, რომელიც სააპლიკაციო პროცესში მნიშვნელოვანია:

სტუდენტებს, კოლეჯში საკონკურსო განაცხადის რეგისტრაცია ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე https://admissions.coleurope.eu/login შეუძლიათ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 18 იანვარია. შერჩევის პროცესი  ორ ეტაპს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203