ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დებმა - ანანო და კატო ჩაკვეტაძეებმა izrune.ge- ს ოქროს დიპლომები დაიმსახურეს
26-04-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge- ს ტესტები წარმატებით გაიარეს.

მოსწავლეებმა ანანო და კატო ჩაკვეტაძეებმა izrune.ge- ს ინოვაციურ საგანმანათლებლო ტესტებში ოქროს დიპლომები მოიპოვეს.

„ეს ულამაზესი გოგონები დები ანანო და კატო ჩაკვეტაძეებია, ისინი ლახამულის საჯარო სკოლაში სწავლობენ. გამოირჩევიან განსაკუთრებული ნიჭითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. სისტემატიურად ავსებენ izrune.ge ტესტებს და ოქროს დიპლომებს იმსახურებენ.

ანანო ხატვის ნიჭითაც გამორჩეულია, ხატავს ლამაზად, განსაკუთრებით გოგონების ხატვა იტაცებს, აგროვებს ნახატებს და სურვილი აქვს გამოფენა მოაწყოს. დების წარმატება გვახარებს პედკოლექტივს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203