ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს
26-04-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ - როგორ უნდა იზრუნონ ბუნებაზე, ცხოველებზე და ფრინველებზე და რამდენად მნიშვნელოვანია მათი დაცვა.
აღნიშნული მიზნით მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ორგანიზებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებზე ფრინველებისთვის სახელები ჩამოკიდეს, ასევე ახალი სახლი მიიღო ეზოში მცხოვრებმა ძაღლმა ჰაჩიკომ.
სკოლა ერთ-ერთი მოსწავლის ბიძას ჯონი ხელოიშვილს გარემოსდაცვით აქტივობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„დიდებული სიურპრიზი ჩვენი სკოლის ფრთოსან მეგობრებს მეოთხეკლასელებისგან. ჰაჩიკომაც გამოჰკრა ხელი ახალ ბინას და იზეიმა ახალმოსახლეობა და დიდი მადლობა ჯონი ხელოიშვილს. უდიდესი მადლობა დამრიგებელს მარინა ბოგვერაძეს და მშობლებს მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს