დიოკნისის საჯარო სკოლაში პროექტი - „კონფლიქტების მოგვარება“ ჩატარდა
26-04-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში ჩატარადა პროექტი - „კონფლიქტების მოგვარება“.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტში აქტიურად იყვენ ჩართულნი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. განიხილეს და მოიყვანეს მაგალითები კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით და ბოლოს, გააშუქეს ქართული მხატვრული ფილმი „ტბა“.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სკოლის მოდელში აღნიშნული პროექტის წარმატებული განხორციელებისათვის.