პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში აპრილის მნიშვნელოვანი თარიღები რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს
26-04-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში აპრილის თვის განმავლობაში რამდენიმე მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგედია, აღნიშნეს დედაენის დღე.
პატარა ჩაილურის სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებითაც საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
თითოეული აქტივობა კოვიდპანდემიით გათვალისწინეული ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით ჩატარდა.