ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის ჩემპიონატში გაიმარჯვეს
26-04-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში 18 წლამდელ ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჭადრაკში ჩემპიონატი გაიმართა, სადაც გოგონათა შორის პირველი ადგილი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ინეზე ართმელაძემ მოიპოვა, ბიჭებს შორის კი პირველი საპრიზო ადგილი ასევე ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, უჩა იაკობაძემ დაიკავა. 

ჩემპიონებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. გარდა ამისა, მათ 100-100 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდოც დაერიცხათ. 

 „გამოვლენილი ჩემპიონები ხულოს მუნიციპალიტეტის სახელით ქ. ბათუმში დაგეგმილ აჭარის პირველობაზე იასპარეზებენ, რომელიც ამა წლის 22 -28 აპრილს გაიმართება,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

ღონისძიება სასპორტო სკოლის ორგანიზებით, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203