წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წიგნის დღეს ღია გაკვეთილი მიეძღვნა
26-04-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-9ა კლასში წიგნიერების დღე თავისუფალი გაკვეთილით აღინიშნა. საგაკვეთილო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თამარ გრიგოლია უძღვებოდა.
მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი წიგნები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს, ისაუბრეს მათ შინაარსზე, მთავარ მოქმედ პერსონაჟებსა და სიუჟეტის განვითარებაზე, რითიც თანატოლი მეგობრებიც დააინტერესეს.
აღსანიშნავია სკოლის აღსაზრდელების მიერ დამზადებული „მცნებები“ სახელწოდებით „10 რამ წიგნის შესახებ“, სადაც წიგნის თემატიკაზე ცნობილი ადამიანების გამონათქვამები გაერთიანდა.
„მცნებებმა“ სკოლის ბიბლიოთეკაში დაიდეს ბინა. გვინდა შეუერთდეთ მოწოდებას: „წაიკითხე წიგნები, უკეთესი იქნები“, - ანიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს