ეწერის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა
26-04-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. ეკოკლუბ „ხემხვაიეს“ წევრებმა X, V და VI კლასის მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
V-VI კლასის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური კონკურსი „მოგზაურობა დედამიწის გარშემო“ გაიმართა. აქტივობა საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა.
მოსწავლეებმა თემატური პლაკატებიც შექმნეს და ამით მოუწოდეს თანატოლებს, დაიცვან დედამიწა.
აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ - მთვარისა ფიფია და მარინა რუხაია.
სკოლის დირექციამ ეკოკლუბს სამუშაო ოთახი გადასცა.
„ეკოოთახი გახდება ეკოკლუბელთა შეხვედრების, დისკუსიების, ტრენინგების ადგილი. ეკოკლუბს პირველი საჩუქარი გეოგრაფიის მასწავლებელმა, ნანა ჯაბურიამ და ბორის მორგოშიამ გადასცეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს