თლუღის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
26-04-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში 9 აპრილის აღსანიშნავად ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა 9 პარილს დაღუპული გმირები გაიხსენეს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოძიებული ისტორიული მასალები წარმოადგინეს. მათ ეროვნულ გმირებზე ლექსებიც წაიკითხეს.
14 აპრილს თლუღის სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენა დედაა ერისა“ ჩატარდა. მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს. მათში ქართული ენის, ანბანის, დედაენისა და დედასამშობლოს უდიდესი სიყვარული აისახა. სკოლის აღსაზრდელებმა სიმღერები შეასრულეს და ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსებიც წაიკითხეს.
22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა გამოფინეს ნახატები თემებზე: „გადავარჩინოთ დედამიწა“, „დავიცვათ დედამიწა დაბინძურებისგან" „ვაქცინაცია გადაგვარჩენს“ და „ტყე შეუნახე შვილებს“.
მოსწავლეებმა ნარჩენებისგან ხელნაკეთი ნივთები შექმნეს და ერთი შეხედვით გამოუსადეგარ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს