დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიუძღვნეს
26-04-2021
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღის კვირეული გაიმართა. მასში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
მათ მოამზადეს პრეზენტაცია და მონაწილეობა მიიღეს ისეთ საინტერესო აქტივობებში, როგორიცაა: ბარბარიზმების აღმოფხვრა, კალიგრაფიის გამოფენა და მხატვრული კითხვის კონკურსი.
კვირის ბოლოს გაიმართა ზეიმიც. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ცეკვები და სიმღერები.
ღონისძიებაზე ზედმიწევნით იყო დაცული კანონით გათვალისწინებული ყველა რეგულაცია.