ბოძაურის საჯარო სკოლაში წიგნიერების დღეს ვიქტორინა ჩატარდა
26-04-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის, ბოძაურის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა და ამ ღირშესანიშნავ აქციას ბოძაურის საჯარო სკოლაც შეუერთდა.

წიგნიერების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება, ვიქტორინა IX,X,XI,XII.კლასებს შორის, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული - მე-10 კლასის მოსწავლე - ლიკა ხოზრევანიძე, რომელსაც საჩუქრად გადაეცა წიგნი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203