წეროვნის N3 საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული ჩატარდა
26-04-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით დედაენის კვირეული ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფისტთა კონკურსი V-VI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, გაიმართა პრეზენტაცია-სლაიდ-შოუ VII-VIII კლასელთა მონაწილეობით, ასევე მოეწყო ესეების კონკურსი, რომელშიც VIII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გარდა ამისა, გაიმართა მეხუთეკლასელების ნამუშევრების გამოფენა.

„15 აპრილს გამართულ კალიგრაფისტთა კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ნინო არხოშაშვილი, ანა ილურიძე (მე-6 კლ), მერაბ მორბედაძე (მე-5 კლ), საბა ქასოშვილი (მე-5კლ).

დედაენის თემაზე შესრულებული ნახატები გამოფინეს მეხუთეკლასელებმა. მხატვრულად წაიკითხეს მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ლექსები ანანო კახნიაშვილმა, თამარ ოდიშვილმა, ნინო ჩიგოევმა, კესო ოსეფაიშვილმა, ლუკა ფიცხელაურმა, მარიამ გოგიჩაიშვილმა.

15 აპრილს  მხატვრული კითხვის საათი გამართეს ასევე მერვეკლასელებმა: ლიზი რაზმაძემ, თინიკო მაისურაძემ, მარი ტატუნაშვილმა, კესარია წახილოვმა.

16 აპრილს სკოლის სააქტო დარბაზში მე-8 კლასელთა მონაწილეობით მოეწყო პრეზენტაცია-სლაიდ-შოუ „უძველესი ქართული წარწერები და ხელნაწერები“.

14 აპრილს საგაკვეთილო პროცესში მე-7 კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელშიც ასახული იყო ქართული ენის დღის დაარსების მიზეზები. გამოირჩეოდა ნინო მამაცაშვილის, ანასტასია შერმადინის, ნინო ჩიტაშვილის, დანიელ არველაძის ნამუშევრები.

ესეების კონკურსში „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!“ მონაწილეობა მიიღეს უფროსკლასელებმა. გამარჯვებულები: მარიამ პეტრიაშვილი, გიორგი ღერკენაშვილი (მე-11 კლ), ქეთევან თათარაშვილი (მე-10 კლ), მარიამ ილურიძე, მარიამ ლეჟავა (მე-8კლ)“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203