ჭყვიშის ახლადაშენებულ საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი თარიღები ახალი შემართებით აღნიშნეს
26-04-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახლადაშენებულ სკოლაში საინტერესო აქტივობები განახორციელეს. ისინი დიდი მონდომებით ჩაერთვნენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნაში.

მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგედია, მოამზადეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთი და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს დედამიწის დღე.

„მადლობა ჩვენს პატარებს აქტიურობისთვის და მადლობა მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის, წარმატებები ახალ სკოლას, ახალი იდეებით და ახალი მიღწევებით კიდევ მრავალჯერ გვასახელებენ ჩვენი პატარები“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203