„ჩვენ ვწერთ ლამაზად“ - პირველი სვირის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
26-04-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული ახალი სკოლის მოდელში და ახორციელებს მრავალ შემეცნებით თუ შემოქმედებით ღონისძიებას.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში ჩამოყალიბდა თვითმმართველობის კლუბი სახელწოდებით „მომავლის თაობა“. 14 აპრილისათვის კი, დედაენის დღესთან დაკავშირებით, I-დან VI კლასის ჩათვლით, პროექტის ფარგლებში „ერის სულიერი საგანძური“, რომლის ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარეხი გიორგაძე, განხორციელდა კალიგრაფიის კონკურსი სახელწოდებით - „ჩვენ ვწერთ ლამაზად“.
წამყვანებმა დამსწრე საზოგადოებას და ჟიურის წარუდგინეს 15 საუკეთესო ნაშრომი, რომლებიც თვითმართველობის წევრებმა შეარჩიეს 25 ნამუშევრიდან. ჟიურის გადაწყვეტილებით აირჩა 4 საუკეთესო ჩანაწერი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ დაწესებულ კრიტერიუმებს და მაყურებლებმაც გამოავლინეს თავიანთი ფავორიტი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს