ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო
26-04-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გ. მებონიას სახელობის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

აქტივობა მე-10 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის, მარინე ადონიას ხელმძღვანელობით პროექტის  - „ვისწავლოთ სიკეთის კეთება“ ფარგლებში განახორციელეს. 

მოსწავლეებმა გამოფინეს და გაყიდეს თავიანთი ნამუშევრები: ნახატები ტილოზე, ქაღალდზე, ქვაზე, მოხატული თეფშები და ქაღალდისგან დამზადებული სუვენირები. 

გამოფენაში მეათეკლასელების გარდა, ამავე სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა, დიანა და დავით კონჯარიებმა და ალიკა საჯაიამ მიიღეს მონაწილეობა.

გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა თემის ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203