იმერის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
26-04-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც საბაზო საფეხურის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს და პრეზენტაციებიც წარადგინეს. მათ მასწავლებლებთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მცენარეების მიწა გააფხვიერეს. მოსწავლებმა თავადაც დარგეს როგორც ეზოს, ასევე, ოთახის ყვავილები. 

პროექტში ჩართულ მოსწავლეებს შორის, სხვებთან ერთად, განსაკუთრებით აქტიურობდა მილენა ბერიძე. პროექტი ბავშვებში დედამიწის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. პროექტის ორგანიზატორი ესმა ჯორბენაძე იყო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203