ნარინე ასატრიანი - ხოჯორნის საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებას უხალისებს
05-12-2017
ხოჯორნის საჯარო სკოლაში ქართულ ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნარინე ასატრიანი საინტერესო გაკვეთილებს ატარებს. როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მისი გაკვეთილები საინტერესო იმითაა, რომ ხშირად იყენებს თამაშით სწავლებას: “ნარინე ასატრიანი საინტერესო გაკვეთილებს ატარებს. მისი გაკვეთილები საინტერესო იმითაა, რომ ხშირად იყენებს თამაშით სწავლებას, რაც პატარებს უხალისებს სასკოლო ცხოვრებას. სწავლების ასეთი მიდგომით სასწავლო პროცესი მათთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება. I-II კლასკომპლექტში სომხური საბავშვო სიღერა, რომელიც მუსიკის სახელმძღვანელოში ქართულ ენაზეა თარგმნილი, რამდენიმეწუთიან სპექტაკლად წარმოადგინეს.“
“ჩემი მიზანია, პატარებს პირველ რიგში სკოლა და საგანი შევაყვარო. ამიტომ ხშირად მივმართავ მსგავს აქტივობას,“ - აღნიშნა ნარინე ასატრიანმა.
მომავალში ნარინე ასატრიანი რომელიმე ქართული საბავშვო სიმღერის თამაშით წარმოდგენას აპირებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს