„ჩვენ გვიყვარს დედამიწა“ - დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
26-04-2021
დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „ჩვენ გვიყვარს დედამიწა“ ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა დაამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, სურათებითა და ლოზუნგებით მოხატეს მაისურები, შექმნეს დედამიწის მაკეტი და დაასუფთავეს სკოლის ეზო.
აღნიშნულ აქტივობებს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, თამარ დიასამიძე ხელმძღვანელობდა.
კვირეულის ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სკოლის ეზო მოხატეს, მე-12 კლასის მოსწავლეებმა კი ხეები დარგეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს