კიროვაკანის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
26-04-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

კლასის დამრიგებლებმა მოსწავლეებს აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შემდგომ ყველამ ერთად სკოლის შენობის შიდა და გარე პერიმეტრი დაასუფთავა.

„მსგავსი აქტივობები მეტად მნიშვნელოვანია ბავშვებში ისეთი უნარების გასავითარებლად, რომელსაც ინფორმაციის გაგება-გააზრება და საქმე-კეთებით ჰქვია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203