ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს საინტერესო გაკვეთილი მიუძღვნეს
26-04-2021
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის, ნესტან მჟავანაძის ხელმძღვანელობით დედაენის დღეს საინტერესო გაკვეთილი მიუძღვნეს.

მათ საკუთარი ხელით შექმნილი, ლამაზად გაფორმებული კედლის გაზეთები წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა მშობლიურ ენასა და ანბანზე საინტერესოდ ისაუბრეს. წაიკითხეს თავიანთი დაწერილი ჩანახატები და ლექსები ქართულ დამწერლობაზე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203